კონფიდენციალურობის პოლიტიკა

 

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა:

განსაზღვრავს შპს „ეკოქლენზის“ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემთა დამუშავების წესს, მიზნებსა და შენახვის პირობებს. მიზნად ისახავს თითოეული მომხმარებლის კონფიდენციალურობის დაცვას და მათი პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობის უზრუნველყოფას. კონფიდენციალურობის პოლიტიკის ეს დოკუმენტი განმარტავს, რა ინფორმაცია მოგვეწოდება თქვენგან ან შეიძლება მოგვეწოდოს. მოცემული კონფიდენციალურობის პოლიტიკა ასახავს იმას, თუ რა სახით და რა მიზნებისთვის ვიყენებთ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ.

 

ინფორმაციის შეგროვება

 

თქვენი პირადი ინფორმაცია/პერსონალური მონაცემები, რომელიც ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ, დავამუშავოთ და საჭიროების შემთხვევაში მოვითხოვოთ, არის:  

  • სახელი, გვარი;  
  • სქესი;  
  • ელექტრონული ფოსტის მისამართი;  
  • მობილური ტელეფონის ნომერი;  
  • დაბადების თარიღი;   
  • ქვეყანა
  • ქალაქი
  • სხვა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც მოგვაწოდებთ რეგისტრაციისას, ელექტრონული ფოსტით, ონლაინ კონსულტაციისას, ტელეფონით ან სხვა საშუალებებით.

ვებ გვერდზე ვიზიტისას ჩვენს მიერ შეგროვებული ინფორმაცია შეიძლება იყოს შემდეგი:  

  • ვებ გვერდზე ვიზიტის ადგილი  
  • ვებ გვერდზე შემოსვლის დრო  
  • IP მისამართი  
  • ნებისმიერ შევსებულ ფორმაში თუ გამოკითხვაში მიღებული ინფორმაცია;
  • სხვა საკომუნიკაციო ინფორმაცია

 

პერსონალური ინფორმაციის გამოყენება:

 

შეგროვებული ინფორმაცია გამოყენებულ იქნება საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში მომსახურების გასაწევად, მათ შორის:

  • თქვენთან დასაკავშირებლად
  • საკონტრაქტო პირობების შესასრულებლად
  • ჩვენი მარკეტინგული და სარეკლამო საქმიანობის გასაუმჯობესებლად
  • საიტის და სერვისების ტექნიკური ადმინისტრირების და მისი კვლევისა და განვითარების მიზნებისათვის
  • ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების შესახებ თქვენთვის ინფორმაციის მოსაწოდებლად
  • სეგმენტირებული (ლოკაცია, დაბადების დღე) მარკეტინგული შეტყობინებების გასაგზავნად
  • დავის გადასაწყვეტად, ჩვენ შორის დადებული ხელშეკრულების აღსასრულებლად და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობისთვის
  • წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული სხვა შემთხვევებისთვის

 

მომხმარებლის პირადი მონაცემების შენახვის ვადა:

 

1.1. თქვენ მიერ მოწოდებული პირადი ინფორმაცია შეინახება მომხმარებლის მიერ საკუთარი პროფილის გაუქმებამდე ან რამდენი ხანიც საჭიროა კანონმდებლობის ნორმების გათვალისწინებით.

1.2. თუ თქვენ გაეცით თქვენი მკაფიო თანხმობა თქვენი პირადი მონაცემების გამოყენებაზე სარეკლამო მიზნებისათვის ჩვენ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს აღნიშნული მიზნებისათვის იქამდე, ვიდრე თქვენ არ გააუქმებთ თქვენს თანხმობას ან თქვენ პირად პროფილს ვებ-გვერდზე. თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ თქვენ მიერ მოცემული თანხმობა ნებისმიერ დროს მომავალში შესაბამისი შედეგებით.

1.3.თანხმობა თქვენი პირადი მონაცემების გამოყენებაზე მარკეტინგული მიზნებისათვის ხდება საიტზე რეგისტრაციისას შესაბამისი ველის მონიშვნით.

 

პერსონალური ინფორმაციის გადაცემა მესამე პირისთვის:

 

2.1 თქვენი პერსონალური მონაცემების გამჟღავნება არ მოხდება მესამე პირებისთვის იმ მიზნით, რომელიც ნებადართული არ არის კანონით ან თქვენი აშკარა თანხმობის გარეშე.

თქვენი პერსონალური მონაცემების გამჟღავნება მესამე პირებისთვის მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია თქვენ მიერ შეკვეთილი მომსახურების დამუშავებისთვის.

2.2 თქვენი მონაცემები შეიძლება გამჟღავნებული იყოს პოლიციისთვის ან სასამართლო ხელისუფლებისთვის, კანონის შესაბამისად ან ასეთი ორგანიზაციების ოფიციალური მოთხოვნის შემთხვევაში

 

მომხმარებლის უფლებები:

 

3.1 მომხმარებელს აქვს უფლება ნებისმიერ დროს მოითხოვოს ეკოქლენზისგან:

  • ეკოქლენზმა გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.
  • მოითხოვოს ინფორმაცია საკუთარი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, დამატების, დაბლოკვის, წაშლის ან განადგურების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი ინფორმაციის მიწოდება შეუძლებელია მონაცემთა მიმღებების სიმრავლისა და არაპროპორციულად დიდი ხარჯების გამო. ამ უკანასკნელი გარემოების შესახებ უნდა ეცნობოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.

 

3.2. მომხმარებლის მოთხოვნის მიღებიდან 15 დღის ვადაში ეკოქლენზი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები ან მომხმარებელს აცნობოს უარის თქმის საფუძველი .

3.3. თუ ეკოქლენზი მომხმარებლის მოთხოვნის გარეშე, თავად ჩათვლის, რომ მის ხელთ არსებული მონაცემები არასრულია, არაზუსტია ან არ არის განახლებული, მან შესაბამისად უნდა გაასწოროს ან განაახლოს მონაცემები და ეს აცნობოს მომხმარებელს.

3.4. მომხმარებლის მხრიდან გათვალისწინებული მოთხოვნის წარდგენის შემდეგ ეკოქლენზი უფლებამოსილია განმცხადებლის თხოვნის საფუძველზე დაბლოკოს მონაცემები.

3.5. მონაცემთა დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი მოთხოვნის წარდგენიდან 3 დღის ვადაში და ძალაშია ეკოქლენზის მიერ მონაცემთა გასწორების, განახლების, დამატების, წაშლისა და განადგურების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე.

3.6. მონაცემთა დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილება დაბლოკვის მიზეზის არსებობის განმავლობაში უნდა ერთოდეს შესაბამის მონაცემებს.

 

სერვისების შეწყვეტა:

 

4.1. მომხმარებელს აქვს უფლება ნებისმიერ დროს გააუქმოს თავისი ექაუნთი შესაბამისი შედეგებით.

4.2. ექაუნთის გაუქმება ხდება სპეციალური ღილაკის მეშვეობით - ექაუნთის გაუქმება

4.3. ექაუნთის გაუქმება იწვევს ეკოქლენზიდან ყველა სერვისის მიწოდების შეწყვეტას, ასევე ჩვენი მხრიდან თქვენი პერსონალური ინფორმაციის წაშლას ბაზიდან

4.4. მომხმარებელს აქვს უფლება შეწყვიტოს კომპანია ეკოქლენზისგან ელექტრნული შეტყობინებების მიღება ელექტრონული ფოსტის მისამართზე. ამისათვის საჭიროა ელექტრონულ ფოსტაზე მოსულ შეტყობინებაზე ღილაკის “უარი ელექტრონულ ფოსტაზე სარეკლმაო მასალის დაგზავნაზე” დაჭერით.

4.5. მომხმარებელს აქვს უფლება შეწყვიტოს კომპანია ეკოქლენზისგან სმს-ების მიღება მოსულ სმს-ზე no sms კოდის ჩაწერით, რომელიც მითითებული იქნება გამოგზავნილ შეტყობინებაში.

 

მარეგულირებელი კანონმდებლობა:

 

5.1. პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის პოლიტიკა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, კერძოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით, რომელიც არეგულირებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გარანტირებულია, რომ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება მოხდება ინდივიდის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შესაბამისად, ისევე როგორც მათი ღირსების დაცვით, კონფიდენციალურობასთან განსაკუთრებული მითითებით, იდენტურობის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებით.

 

კომუნიკაცია კონფიდენციალურობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.

 

6.1. ნებისმიერ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა დაგვიკავშირდეს ელექტრონულ ფოსტაზე info@ecocleanze.com ან ტელეფონის ნომერზე +995591003311 . მისამართი: თბილისი, ნუცუბიძის ქ. 127, იმისათვის, რომ მოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემების დაცვა წინამდებარე პირობების შესაბამისად.

+995 591 003 311

info@ecocleanze.com

127 ნუცუბიძის ქუჩა


ყველა უფლება დაცულია