წესები და პირობები

ვებ გვერდის მოხმარების წესები და პირობები

ვებ გვერდი   -  www.ecocleanze.com წარმოადგენს შპს  „ეკოქლენზის“  საკუთრებას.

 

ვებ-გვერდზე ავტორიზაციით, თქვენ ეთანხმებით მასზე განთავსებული პროდუქციისა და მომსახურების მიღების წესებსა და განსაკუთრებულ პირობებს, რომელიც წარმოადგენს  იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულებას და ავტომატურად აქტიურდება მომხმარებლის მიერ  ვებ-გვერდზე რეგისტრაციის მომენტიდან.

www.ecocleanze.com უფლებას იტოვებს, ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები მომსახურების პირობებში, აქედან გამომდინარე, გთხოვთ, შეძენის განხორციელების წინ გადაამოწმოთ მომსახურების პირობები.

 

ტერმინთა განმარტება

 

მომხმარებელი

ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც განიხილავს შეთავაზებით სარგებლობას ან სარგებლობს შეთავაზებით.

 

მიმწოდებელი

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება  „ეკოქლენზი“ (შემდგომში  - ეკოქლენზი)ს/კ 405383909; მის: საქართველო, ქ. თბილისი, ვაკისრაიონი, ნუცუბიძის ქუჩა  N127, სადარბაზო 4, სართული 1, A ბლოკი, კომერციული  ფართი N9 , E-mail: info@ecocleanze.com; Mobile: +995 591 00 33 11.

 

ხელშეკრულება

ვებ-გვერდზე განთავსებული  წინამდებარე დოკუმენტი 

 

პროდუქცია

ვებ გვერდზე განთავსებული პროდუქცია:EcoCleanze POCKET;EcoCleanze PERSONAL

EcoCleanze SHARE; EcoCleanze OPTIMAL ; Ecocleanze Home.

 

 

ეკოქლენზ სერვისი

ეკოქლენზის მიერ მომხმარებლისათვის სადეზინფექციო სამუშაოების შესრულების პირობები, ვადა და ღირებულება (შემდგომში - მომსახურება).

 

ფასი

ვებ - გვერდზე განთავსებული პროდუქციის შეძენა/ მიწოდებისა და მომსახურების გაწევის ღირებულება.

 

ვადა

მომხმარებლისათვის შეძენილი პროდუქციის მიწოდების პერიოდი (კალენდარული დღე).

 

ჩემი კალათა

მომხმარებლის მიერ  შერჩეული პროდუქცია.

 

გადახდა

ვებ - გვერდზე განთავსებული პროდუქციის შეძენის/ მიწოდებისა და მომსახურების გაწევის ღირებულების ანაზღაურება.

 

 

განსაკუთრებული პირობები

 

1.1.ვებ-გვერდზე  ავტორიზაციის გავლისას მომხმარებელი ვალდებულია სრულად და ზუსტად მიუთითოს  ყველა ის მონაცემი და/ან ინფორმაცია, რომელიც გათვალისწინებულია ვებ-გვერდზე რეგიტრაციის განხოციელებისა და დასრულებისთვის.

 

1.2. მომხმარებელი პასუხს აგებს მის მიერ რეგისტრაციის დროს არასწორად შეყვანილ ინფორმაციაზე.

 

1.3. შეძენილი პროდუქციის მიწოდების სერვისით სარგებლობის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს რეგისტრაციის დროს მიწოდების ადგილი- მისამართი. 

 

1.4. იმ შემთხვევაში თუ, მომხმარებელს  გადახდილი ექნება მიწოდების საფასური და ამასთან რეგისტრაციის დროს არ ექნება მიწოდების ადგილი - მისამართი მითითებული, პროდუქციის მიწოდების შეფერხება, დაგვიანება არ განიხილება მიმწოდებლის მხრიდან  ხელშეკრულების პირობების დარღვევად.

 

1.5. მომხმარებელი ვებ-გვერდზე განთავსებული პროდუქციის შეძენისთანავე ავტომატურად  აცხადებს გამოუხმობ თანხმობას, რომ  მისთვის ცნობილია  „პროდუქციის”  -ის დახასიათება, შემადგენლობა,  შენახვის პირობები, სიფრთხილის ზომები, გამოყენების წესი (ინსტრუქცია), შესაბამისად მისი არასწორი გამოყენების შედეგად რაიმე სახის დაზიანებისა ან/და ზიანის მიღების შემთხვევაში მიმწოდებელთან  პრეტენზიის წარდგენის უფლება არა აქვს.

 

1.6. იმ შემთხვევაში თუ, მიწოდების განხორციელებისას, მომხმარებელი შეთანხმებულ დროს არ იქნება მიწოდების მისამართზე, კურიერი უფლებამოსილია პროდუქცია ჩააბაროს ეკოქლენზის საწყობს, ხოლო მომხმარებელი ვალდებულია თავად უზრუნველყოს შეძენილი პროდუქციის მიღება მიმწოდებლის რეგისტრირებულ იურიდიულ მისამართზე. მომხმარებლის მიერ გადახდილი ტრანსპორტირების ფასი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უკან არ ბრუნდება.

1.7. მომხმარებელი (იურიდიული პირი) ვალდებულია დაადასტუროს ეკოქლენზის მიერ RS.GE-ზე ატვირთული სასაქონლო ზედნადები გამოწერის დღეს, დღის ბოლომდე, რითაც, იგი ეთანხმება მიწოდებული პროდუქციის რაოდენობას, ფასს და ხარისხს. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ დაადასტურებს სასაქონლო ზედნადებს და მისი გამოწერიდან არაუგვიანეს 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში არ უარყოფს, ან არ წარმოადგენს წერილობითი სახით დასაბუთებულ პრეტენზიას აღნიშნულის თაობაზე ითვლება, რომ სასაქონლო ზედნადების მიმღები მხარე დაეთანხმა მიწოდებული პროდუქციის რაოდენობას და ღირებულებას, ხარისხს და, შესაბამისად, მას აღნიშნულთან დაკავშირებით პრეტენზია არ გააჩნია.

 

1.8. პროდუქციის მიწოდების შეფერხების ან/და შეუძლებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელი დაუყოვნებლივ აცნობებს მომხარებელს რეგისტრაციის დროს მის მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

 

1.9. პროდუქციის მიღების შეფერხების  ან/და შეუძლებლობის შემთხვევაში,  მომხმარებელი ვალდებულია  მიწოდებამდე 1 კალენდარული დღით ადრე  აცნობოს მიმწოდებელს, წინააღმდეგ მომხმარებელზე გავრცელდება ამ ხელშეკრულების 1.6. პუნქტით გათვალისწინებული პირობები.

 

1.10.ვებ-გვერდზე რეგისტრაციის მომენტიდან მომხმარებელი ვალდებულია:

 

  • დაიცავს საავტორო და ინტელექტუალური უფლებები,
  •  არ განახორციელოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის სრულად ან რაიმე ნაწილის კოპირება და გავრცელება ნებისმიერი სახით და მიზნებისათვის;
  • არ განახორციელოს ისეთი ქმედება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ვებგვერდის ან მომსახურების გამართულ ფუნქციონირებას.
  • არ განახორციელოს ნებისმიერი უკანონო ქმედება ასევე რეკლამირება ეკოქლენზ- ის ვებგვერდის ან მომსახურების მეშვეობით.
  • არ გამოიყენოს ვებ-გვერდი იმისათვის, რომ შექმნას არასასურველი სპამი ან ელექტრონულ ფოსტაზე გასავრცელებელი რეკლამა.
  • არ განახორციელოს ისეთი ქმედება, რომელიც აკრძალულია  კანონმდებლობით, ამ ხელშეკრულებითა და მსგავსი ვებ გვერდების საშუალებით მომსახურების მიღებისთვის დამკვიდრებული წესებით.
  • აკრძალულია ამ ვებგვერდის შემცველობის უნებართვოდ მთლიანად ან ნაწილობრივ გამოქვეყნება, კოპირება, გადაცემა ან შენახვა. აკრძალვა არ ეხება კომპიუტერში შენახვას ან ამობეჭდვას მხოლოდ პირადი გამოყენებისთვის. ციტირების შემთხვევაში აუცილებელია კანონმდებლობით დადგენლი საავტორო უფლებების დაცვა. დაუშვებელია ვებგვერდზე არსებული სავაჭრო ნიშნების და ლოგოების რეპროდუცირება, გამოქვეყნება ან გავრცელება შესაბამისი წინასწარი ნებართვის გარეშე უფლების მფლობელის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

 

1.11. რეგისტრაციის დროს განსაზღვრულ ელ-ფოსტის მისამართზე ელექტრონული ფოსტის  საშუალებით და მობილურის ნომერზე გაგზავნილი შეტყობინება, მომხმარებლისთვის ჩაბარებულად ითვლება და აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე სახის პრეტენზია არ მიიღება.  იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი შეცვლის ტელეფონის ნომერს და აღნიშნულის შესახებ არ აცნობებს მიმწოდებელს ან არ შეცვლის რეგისტრაციის დროს მითითებულ ტელეფონის ნომერს, შეტყობინება მაინც ჩაითვლება ჩაბარებულად, თუ იგი გაგზავნილია რეგისტრაციის დროს  მითითებულ მობილურ ნომერზე. შეტყობინება მიღებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ ადრესატი უარს განაცხადებს შეტყობინების მიღებაზე ან თავს აარიდებს მის მიღებას.

+995 591 003 311

info@ecocleanze.com

127 ნუცუბიძის ქუჩა


ყველა უფლება დაცულია