ეკოქლენზი

 

EcoCleanze     ეკოქლენზი

     Hands & Home     

კომპანია გთავაზობთ სადეზინფექციო პროდუქციის ფართო არჩევანს. პროდუქცია მოიცავს ხელის სადეზინფექციო ხსნარების მრავალფეროვან ასორტიმენტსა და ზედაპირების დამუშავების საშუალებებს.

ჩვენი  გუნდის მთავარი მიზანია შეგიქმნათ სუფთა და უსაფრთხო გარემო.

ეკოქლენზი ზრუნავს მოგაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია ჩვენ მიერ შემოთავაზებული პროდქციის გამოყენების წესებისა თუ შენახვის პირობების შესახებ.

ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ იყოთ საიმედოდ შეიარაღებული ვირუსებთან, ბაქტერიებთან, სოკოებსა თუ ჯანმრთელობისთვის საშიშ სხვა მიკრობებთან საბრძოლველად.

 

 

EcoCleanze   Hands 

 

 

Ecocleanze Hands - სპირტზე დამზადებული ანტისეპტიკური საშუალება გარეგანი მოხმარებისთვის. ხასიათდება ანტიმიკრობული მოქმედებით. გამოიყენება როგორც სადეზინფექციო და ანტისეპტიკური საშუალება ხელების ხშირი დამუშავებისთვის. არბილებს კანს. ხელს უწყობს კანში ნივთიერებათა ცვლის პროცესების გააქტივებას. შეიცავს ბუნებრივ დანამატებს. აქვს სასიამოვნო სურნელი. დამზადებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით.

 

ეკოქლენზი გთავაზობთ Ecocleanze Hands - ის მრავალფეროვან ასორტიმენტს.

 

  • Ecocleanze Optimal (1L) - ოპტიმალური მოცულობის ჰიგიენური ხსნარი ხელების მოსავლელად, მთელი ოჯახისთვის. „ეკოქლენზ ოპტიმალის“ უსაფრთხო ფორმულა უზრუნველყოფს ხელების მაქსიმალურ სისუფთავეს. მიკრობების განადგურების 98% - იანი შესაძლებლობა იზრუნებს თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ხელებზე. ნატურალური დანამატები განაპირობებენ კანის სირბილეს და დაიცავენ მას გაღიზიანებისგან. ხელების სისუფთავის დასაცავად გამოიყენება ბავშვებშიც. რეკომენდებულია დერმატოლოგების მიერ.
  • Ecocleanze Share (200 ml) - „ეკოქლენზ შეარის“ მიკრობების განადგურების 98% - იანი შესაძლებლობა იზრუნებს თქვენი და თქვენი გარშემომყოფების ხელებზე წყლისა და საპნის გამოყენების გარეშეც. „ეკოქლენზ შეარის“  მოცულობა გაძლევთ შესაძლებლობას, გაუზიაროთ ჰიგიენური საშუალება გარშემომყოფებს და დაეხმაროთ მეგობრებს  სუფთა, უსაფრთხო გარემოს შექმნაში.
  • Ecocleanze Personal (100ml) - თქვენი ხელების პერსონალური დაცვა. „ეკოქლენზ პერსონალის“ მოსახერხებელი ზომა და შეფუთვა დაგეხმარებათ, მუდმივად იზრუნოთ თქვენი ხელების ჰიგიენაზე.
  • Ecocleanze Pocket (50ml) - „ეკოქლენზ ფოქითის“მცირე მოცულობა შესაძლებლობას გაძლევთ ატაროთ პროდუქტი ჯიბით ან საფულით და გამოიყენოთ სითხე ნებისმიერ სიტუაციაში.

 

გამოყენების წესი და დოზირება:  დაიტანეთ 5 მლ - დან 10 მლ - მდე სითხე ხელისგულზე და კარგად გადაინაწილეთ ხელის ყველა უბანზე. გულდასმით დაიმუშავეთ ხელების მთელი ზედაპირი. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თითის წვერებსა და ფრჩხილის ღარებს. გაიმეორეთ პროცედურა რამდენჯერმე, 3 - 5 წუთის განმავლობაში. განკუთვნილია ყოველდღიური გამოყენებისთვის. არ იწვევს კანის გაღიზიანებას.

შემადგენლობა: ეთილის სპირტი 70%, გამოხდილი წყალი, გლიცერინი, ნატურალური არომატიზატორი.

სიფრთხილის ზომები: არ გამოიყენება შინაგანად მისაღებად. ჩასუნთქვისას დაზარალებული  დაუყოვნებლივ გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. ჩივილების არსებობის შემთვევაში მიმართეთ  ექიმს. მოერიდეთ  ხსნარის თვალში მოხვედრას.

შენახვის წესი: შეინახეთ ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში არაუმეტეს 25˚С ტემპერატურისა, სინათლისგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოყენების ვადა: 2 წელი

შენიშვნა: Ecocleanze Hands  - ის ეფექტურობა იზრდება წყლისა და საპნის გამოყენების შემდეგ. ხსნარი არ წარმოადგენს წყლისა და საპნის ალეტრნატივას.

 

 

 

EcoCleanze    Home 

 

Ecocleanze Home - სადეზინფექციო ხსნარი ნებისმიერი ზედაპირის დასამუშავებლად. გამოიყენება იატაკის, კედლის, საყოფაცხოვრებო ავეჯისა და სხვა ნივთების გასაწმენდად.

Ecocleanze home   - გონივრული ზომა და შეფუთვა დაგეხმარებათ, აკონტროლოთ ოთახების, სახლის, ოფისისა თუ ხელსაწყოების მაქსიმალური დაცვა საშიში მიკრობებისგან. ეფექტურია ვირუსების, ბაქტერიებისა და  სოკოების წინააღმდეგ საბრძოლველად. გამოყენებისას ისარგებლეთ ხელთათმანებით. ხსნარით დეზინფექციის დაწყებამდე ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას. 

 

Ecocleanze home   მზად არის მოხმარებისთვის - არ საჭიროებს დამატებით გაზავებას.

მოხმარების წესი: დასამუშავებელ არეალზე დაიტანეთ 3-5მლ სითხე ჰიგიენური დეზინფექციისთვის, მის სრულ გაშრობამდე. არეალის დამუშავება შესაძლებელია ხსნარში დასველებული ტილოთი. არ საჭიროებს წყლის გადავლებას.

ხსნართან იმუშავეთ ხელთათმანებით.

 

Ecocleanze home  ეფექტურია მყარი ზედაპირებისა და სამედიცინო მოწყობილობების სწრაფი დეზინფექციისთვის. ხსნარი არღვევვს ბაქტერიისა და ვირუსის მემბრანას შიგნიდან და ანადგურებს მას. მდგრადია იმავე ზედაპირზე 24 საათის განმავლობაში თუ არ მოხდა ახალი დაბინძურება.

 

მიკრობიოლოგიური აქტივობა:

ბაქტერიოციდული;  ფუნგიციდური; ტუბერკულოციდური;  ვირუსინაქტივაციური; სალმონელა და ლისტერია ; ლიპოფილური ვირუსები, HBV, HCV, HIV, როტა ვირუსები; ადენოვირუსები, ნოროვირუსები;  ჰეპატიტები A,B,C ; შიდსი; ნაწლავური ინფექციები; ფრინველის გრიპი

 

შემადგენლობა :

აქტიური ინგრედიენტები: ბენზილ-C12-18-ალკედლიმეტრილ ამონიუმის ქლორიდი 199 მგ / გ, N- (3-ამინოპროპილ) -N-დოდეცილპროპან-1,3- დიამინი

 

სიფრთხილის ზომები:

თვალში მოხვედრის შემთხევაში დაიბანეთ გამდინარე წყლით 3 წუთის განმავლობაში.  კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრის შემთხევაში მიიღეთ რამდენიმე ჭიქა წყალი.  საშუალება არ იწვევს გამოხატულ ალერგიულ რეაქციებს თუ არ არსებობს ინდივიდუალური აუტანლობა მასში შემავალი ინგრედიენტების მიმართ.

შენახვის პირობები: 

მოარიდეთ ბავშვებს. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მზისგან დაცულ ადგილას, თავდახურულ მდგომარეობაში.

შენახვის ვადა : გახსნიდან 28 დღე

 

 

ჩვენი პროდუქცია დამზადებულია ყველა საჭირო სტანდარტის დაცვით.

ეკოქლენზის პროდუქცია ფლობს ლუგარის ლაბორატორიულ დასკვნას: როგორც ხელის ანტისეპტიკურმა საშუალებამ, ასევე, ზედაპირების სადეზინფექციო ხსნარმა თავისი შემადგენლობით ლუგარის ლაბორატორიაში ტესტირება წარმატებით გაიარა და მოიპოვა სერტიფიკატი, რომლის თანახმადაც ორივე ხსნარი შეესაბამება დადგენილ სტანდარტებსა და ნორმებს.

 

 

       

 

 

+995 591 003 311

info@ecocleanze.com

127 ნუცუბიძის ქუჩა


ყველა უფლება დაცულია